გაერო – ვგმობთ ძალადობასა და თავდასხმებს Tbilisi Pride-ზე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს

საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მოუწოდებს.

“გაერო გმობს ძალადობასა და თავდასხმებს Tbilisi Pride-ზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს და გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასათვის, მათ შორის ლგბტ+ პირებისთვის”, – აღნიშნულია საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი Tbilisi Pride-ის ფესტივალზე – გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი – ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ
შემდეგი სტატიაISW – ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია