გაერო უკანასკნელი 72 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობს

გაერო საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს: მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. გაეროს მონაცემებით, იემენში, სამხრეთ სუდანში, სომალისა და ნიგერიაში 20 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 1,4 მილიონი ბავშვი, შესაძლებელია შიმშილით მოკვდეს.
ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, სტივენ ო’ბრაიენის თქმით, თუკი სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული, ამ ქვეყნებში რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა კატასტროფად გადაიქცევა. “გლობალური მასშტაბის კოლექტიური და კოორდინირებული ძალისხმევის გარეშე ადამიანები, შიმშილისგან დაიხოცებიან – განაცხადა ო’ბრაიენმა.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ახალი დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა
შემდეგი სტატიათბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება