- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
გაერო: წელს ხმელთაშუა ზღვაში 5000 მიგრანტი ჩაიძირა
მნიშვნელოვანი
- გაერო: წელს ხმელთაშუა ზღვაში 5000 მიგრანტი ჩაიძირა
სხვა სტატიები
გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში 5 ათასი ადამიანი ჩაიძირა. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია გასული წლების მანძილზე.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დააზუსტა, რომ მათმა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა 22 დეკემბერს, როცა იტალიის სანაპიროზე კიდევ ორი ნავი ჩაიძირა, რომელზეც დაახლეობით 90 ადამიანი იმყოფებოდა. გაერომ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა გაამარტივონ თავშესაფრის მიღების პროცედურები.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირ-თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ, ევროპაში მიგრანტების რიცხვი შემცირდა.
ხმელთაშუა ზღვიდან ევროპაში, ძირითადად, ნიგერიის, ერიტრიის, სუდანისა და გამბიის მოქალაქეები მოძრაობენ.
გასულ წელს ზღვაში 3,8 ათასი მიგრანტი დაიღუპა.