გაერო სირიის მთავრობას ქიმიური იარაღის გამოყენებაში სდებს ბრალს

5სირიის მთავრობა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის გამოყენებაშია პასუხისმგებელი – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია გაეროს უშიშროების საბჭოს საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც გუშინ მიიღეს.
დოკუმენტი 13 თვიანი გამოძიების შედეგების შეჯამებით მომზადდა, რომელსაც გაერო და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია ერთობლივად ატარებდნენ. ქიმიური იარაღი, როგორც მოხსენებაში წერია, კამინასის დასახლებულ პუნტქში იქნა გამოყენებული 2015 წლის 16 მარტს.
აგვისტოში აღნიშნულმა ორგანიზაციებმა სირიის მთავრობას ქიმიური იარაღის გამოყენების ორ შემთხვევაში დასდო ბრალი, ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” კი – ერთხელ გამოყენებაში. 6 შემთხვევის დადგენა კი ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა აღიარა, რომ ტრამპის ცემის სურვილი აქვს
შემდეგი სტატიამოსკოვი ვაშინგტონს ურთიერთობის საბოლოოო გაფუჭების მცდელობაში სდებს ბრალს