გაერო სირიაში სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად შტაბს ქმნის

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა სპეციალური ორგანოს შექმნას, რომელიც სირიაში საერთაშორისო უფლებების ყველაზე მსხვილ დარღვევებს შეისწავლის, მათ შორის, სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.
რეზოლუციას კენჭი ასამბლეის 105-მა წევრმა-სახელმწიფომ უყარა. მათ შორის 15 (რუსეთის, სირია, ირანი, ჩინეთი, კუბა და ვენესუელა) რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა. 52-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.
დოკუმენტი გაეროს მფარველობით “საერთაშორისო დამოუკიდებელ მექანიზმს” ეფუძნება, რომელიც “შეაგროვებს, განავრცობს, შეინახავს და ანალიზს გაუკეთებს საერთასორისო ჰუმანური უფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ასევე მოამზადებს სისხლის სამართლის დამოუკიდებელი და სამართლიანი პროცედურების დაჩქარებისთვის” დოკუმენტებს.
შტაბი 2011 წელს შექმნილი სირიის მოვლენების საერთაშორისო კომისიასთან ითანამშრომლებს, რომელიც ასევე გაეროს პატრონობით მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიიაპონიამ რეკორდული სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატიასინოდის სხდომა დასრულდა