გაერო: სირიაში მილიონამდე ადამიანი მუდმივი საფრთხის ქვეშ არის

სირიაში მუდმივი საფრთხის ქვეშ დაახლოებით მილიონი ადამიანია – დღეს ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სტივენ ო’ბრაიენმა განაცხადა. ო’ბრაიენის თქმით, სირიაში საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების რიცხვი უკანასკნელი ნახევარი წლის მანძილზე 486,7 -დან 974 ათასამდე გაიზარდა.
მოქალაქეები იზოლირებული არიან, შიმშილობენ, სამედიცინო დახმარებას მოკლებული არიან და იბომბებიან – სირიაში არსებული სიტუაცია ასე აღწერა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.
მისი თქმით, სირიელები მსგავს სიტუაციასში თავიანთი მთავრობის მოქმედებების გამო აღმოჩნდნენ.
ადრე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ სირიის ქალაქ ალეპოდან 250 ათასი ადამიანი ვერ გამოდის – ალეპო მუდმივი დაბომბვების ქვეშ იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს განკარგულება: 20 პარტია 9 მილიონი ლარის სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა რატიფიკაციის კანონს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის