15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

“გაერო-ში უსმენდნენ კადაფსაც და ასადსაც”-თაზო დათუნაშვილი ირაკლი კობახიძის ვიზიტზე

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში ჩვეულებრივი პროტოკოლური ვიზიტია და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას ვერ შეცვლის. დათუნაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტის დიდ მოვლენად წარჩინება „დელეგიტიმაციით გამოწვეული სასოწარკვეთილებაა“, რაც იმას აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილს აღიარება დასავლეთისგან სურს და არა პეკინიდან თუ თეირანიდან.

„გაეროში უსმენდნენ მუამარ კადაფსაც, გაეროში უსმენდნენ ბაშარ ალ-ასადსაც, გაერო არის ის ორგანიზაცია, სადაც ყველას სიტყვა ეთქმის, როდესაც იქ ჩადის. ეს არაფერს ცვლის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ იზოლაციაში. ძალიან უბადრუკად გამოიყურება ხელისუფლება, რომელიც მთელ მანქანას ამუშავებს ხოლმე ყველა ჯერზე, როცა კოსმოსზე და უცხოპლანეტელებზე სალაპარაკოდ წავა ან გაეროს ასამბლეის მორიგ სესიას დაესწრება ხოლმე ან რაიმე მსგავს მოვლენაში იღებს მონაწილეობას.

საქართველო არის ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული იმიტომ, რომ მას მართავს 90-იანებიდან გადმომხტარი რუსი ოლიგარქი და მართავს ბანდიტური მეთოდებით. საქართველო გახდა ბანდიტური სახელმწიფო. მანამდე იქნება საქართველო იზოლირებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სანამ ეს ვითარება არის. ხოლო არა პარტნიორები, ვისაც საქართველოს ბედი არ ადარდებთ, რომლებიც, მაგალითად, ე.წ. არჩევნებს არ გმობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მათზე ამბობენ, ჩვენი მეგობრები არიანო.

სინამდვილეში, გაერო-ში ჩანს ყველაზე კარგად, რომ ივანიშვილი მიილტვის საერთაშორისო აღიარებისკენ დასავლეთში და არა თეირანსა და პეკინში“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ნამახვანჰესის” საქმე: აშშ-ის სასამართლომ საქართველოს კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ მილიარდ ლარზე მეტის გადახდა დააკისრა
შემდეგი სტატია“ბაღებს ეუბნებოდნენ, აყროლებული ქათამი გაერეცხათ”- ლაშა ფარულავა