ისრაელს, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, თავდაცვის უფლება არ აქვს და ამას ადასტურებს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს 2004 წლის დასკვნა, – ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ორგანიზაციის მე-10 საგანგებო სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შეუძლიათ, არის „ილაპარაკონ ისრაელის ვითომცდა თავდაცვის უფლებაზე, თუმცა, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს მას ასეთი უფლება არ აქვს.“
„დღეს, როცა ვხედავთ ღაზას საზარელ ნგრევას, რაც ბევრჯერ აღემატება ყველაფერს, რასაც ისინი მრისხანედ აკრიტიკებენ სხვა რეგიონულ კონტექსტში – თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, ათასობით ბავშვის დაღუპვა – მათ თითქოს პირში წყალი ჩაიგუბეს“, – განაცხადა ვასილი ნებეზნიამ.
ამასთან, მისი მტკიცებით, რუსეთი აღიარებს ისრაელის უფლებას უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება.
„ეს შეიძლება იყოს სრულად გარანტირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პალესტინის პრობლემა სამართლიანად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ცნობილი რეზოლუციების საფუძველზე გადაწყდება. ჩვენ არ უარვყოფთ ისრაელის უფლებას ებრძოლოს ტერორიზმს, მაგრამ ებრძოლეთ ტერორისტებს და არა მშვიდობიან მოსახლეობას,“- აღნიშნა გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.