“გააუქმეთ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ყველანაირი შეზღუდვაა” – ამის შესახებ განცხადება, გაერო-ში ლუქსემბურგის წარმომადგენელმა გააკეთა.
“ჩვენ შეშფოთებული ვართ ადამიანის უფლებების მწვავე დარღვევებით. ჩვენ გვინდა გავცეთ შემდეგ რეკომენდაციები: 1. გააუქმეთ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ყველანაირი შეზღუდვაა. უზრუნველყავით, რომ ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოებს წარმომადგენლებმა შეძლონ თავისუფლად და უსაფრთხოდ მათი აქტივობების განხორციელება. 2. გააძლიერეთ ბრძოლა დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ,” – განაცხადა ლუქსემბურგის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, დღეს, ჟენევაში, საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა გაიმართა.
















