გაერო-ში ისრაელის ელჩი – ჯობია, გაერო-მ ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე, „ჰამასის“ დაგმობაზე და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე

გაერო-ში ისრაელის ელჩი ღაზას სექტორის ჩრდილოეთ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის გაფრთხილებაზე გაერო-ს პასუხს სამარცხვინოს უწოდებს.

გილად ერდანის განცხადებით, ისრაელი აფრთხილებს ღაზას მცხოვრებლებს და ცდილობს, ნაკლები ზიანი მიადგეს მათ, ვინც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის სამიზნეს არ წარმოადგენს.

„მრავალი წლის განმავლობაში გაერო თვალს ხუჭავდა „ჰამასის“ შეიარაღებაზე და ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის იარაღისა და მკვლელობის დასამალად გამოყენებაზე. ჯობია, გაერო-მ ახლა ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე, „ჰამასის“ დაგმობაზე და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა ერდანმა.

მანამდე, გაერო-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების შეტყობინების თანახმად, 24 საათის განმავლობაში ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მთელი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს. ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი აცხადებს, რომ „გაერო მტკიცედ მოუწოდებს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ის, რაც შეიძლება გარდაქმნას უკვე ტრაგედიიდან კატასტროფულ სიტუაციად.“

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა
შემდეგი სტატიაირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – გაგრძელებული აგრესიის, ომის დანაშაულებისა და ღაზის ალყის ფონზე, სხვა ფრონტების გახსნა რეალურად შესაძლებელია