გაერო-ში ირანის მისია აშშ-ს გაეროს რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით „ყალბი სურათის“ შექმნაში ადანაშაულებს.
„ახლა უკვე სრულიად ნათელია, რომ აშშ ცდილობს გამოიყენოს თავისი პოლიტიკურად მოტივირებული და ცალმხრივი რეზოლუციის პროექტის ე.წ. თანასპონსორების რაოდენობა, რათა შექმნას მისი მიმდინარე უკანონო ქმედებებისთვის „ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის“ ცრუ სურათი და გზა გაუხსნას რეგიონში შემდგომი სამხედრო ავანტიურიზმს. აშშ რაიმე ახალ ესკალაციას თუ გამოიწვევს, ყველა თანასპონსორი სახელმწიფო ვაშინგტონთან ერთად გაიზიარებს საერთაშორისო პასუხისმგებლობას შედეგებზე. ვერანაირი პოლიტიკური საბაბი ან დიპლომატიური საფარი ვერ ათავისუფლებს მათ აშშ-ის აგრესიის ხელშეწყობისა და ლეგიტიმაციის პასუხისმგებლობისგან“, – აცხადებს გაერო-ში ირანის მისია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია ირანისგან მოითხოვს თეირანმა ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები შეწყვიტოს. რეზოლუციას მხარს უჭერენ ქუვეითი, კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.















