12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი “ქართულ ოცნებას” პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

“გაათავისუფლეთ უსამართლოდ და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დაკავებულები” – ამის შესახებ, გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ჟენევაში, საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენის დროს განაცხადა.

მან, “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, უზრუნველყოს ჟურნალისტების თავისუფლება და უსაფრთხოება, გაიწვიოს კანონები და უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძება.

“ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. 2024 წლიდან მოყოლებული აქ დაფიქსირდა ძალის პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ჟურნალისტების დაშინება და საკანონდებლო ზომები, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.

ჩვენი რეკომენდაციაა, საქართველომ უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძება და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ. უზრუნველყოს ჟურნალისტების თავისუფლება და უსაფრთხოება. გაიწვიოს კანონები, რომელიც კრძალავს მათ თავისუფლად ოპერირებას. და მესამე, გაათავისუფლეთ უსამართლოდ და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დაკავებულები და გადადგას გადაუდებელი ნაბიჯები უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი სასამართლოს უფლება,” – განაცხადა გაერო-ში ბრიტანეთის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიმივა, თუ, არა მაღალი ფასების საქმე, “ქართული ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსნებამდე?!
შემდეგი სტატიაგაერო-ში ლუქსემბურგის წარმომადგენელი: “გააუქმეთ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ყველანაირი შეზღუდვაა”