11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

გაერო-ში აშშ-ის ელჩი: საერთაშორისო სამართლის თანახმად, ჰორმუზის სრუტე ირანს არ ეკუთვნის

ჰორმუზის სრუტე ირანის საკუთრება არ არის – საერთაშორისო წყლებში ნაღმების განთავსება ირანს საერთაშორისო კრიმინალად აქცევს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა საზღვაო უსაფრთხოების საკითხზე გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„აბსოლუტურად ნათელია, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების მიუხედავად, ეს სრუტე ირანს არ ეკუთვნის, რათა საკუთარი ციხესიმაგრის თხრილივით ან გასახსნელი ხიდივით გამოიყენოს. მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სანაოსნო გზები ვაჭრობის საგანი არ არის, რომელიც რომელიმე ერთი ქვეყნის საკუთრებას წარმოადგენს“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

მაიკ უოლცმა საერთაშორისო საზოგადოებას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნავიგაციის აღდგენის მიზნით კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა.

„მსურს ხაზი გავუსვა წყლებში ნაღმების განთავსებას. საერთაშორისო წყლებში ნაღმების განთავსება ირანს საერთაშორისო კრიმინალად აქცევს. ეს მათ სრუტეების მეკობრეებად აქცევს. დროა თანამოაზრე პარტნიორების კოალიციამ პასუხისმგებლობა აიღოს და დასახმარებლად რეალური შესაძლებლობებით ჩაერთოს“, – აღნიშნა უოლცმა.

banner
წინა სტატიაშიკახეთის პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაანტონიო გუტერეში: ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო, შეუფერხებელი გავლა ეკონომიკური და ჰუმანიტარული აუცილებლობაა