გაერო-ში აშშ-ის ელჩი – მოვუწოდებთ ეუთო-ს, მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია, შესრულდეს 2008 წლის შეთანხმება სრულად

რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას. მას ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინის მიმართ აგრესიის გარდა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას, მხარს უჭერს ან სისტემატურად უგულებელყოფს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ან მის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტებს.

რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია, მათ შორის ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე ან ვალდებულება ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის თავისუფალი წვდომის საშუალების შესახებ. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო-ს, მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება სრულად შეასრულოს“, – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

banner
წინა სტატიაშიაბაშაში 60 წლის ქალბატონზე სექსუალურად იძალადეს
შემდეგი სტატიაკოვიდინფიცირების სტატისტიკა ოკუპირებულ რეგიონებში