გაერო სახელმწიფოებს პატიმრების ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გაერო მოუწოდებს სახელმწიფოების მეთაურებს, შეამცირონ დაპატიმრებულ ადამიანთა რიცხვი ციხეებში, რადგან მათი ფიზიკური დისტანცირება და თვითიზოლაცია არსებულ რეალობაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად შეუძლებელია.

გაეროს უმაღლესი კომისრის, მიშელ ბაშლეს თქმით, მთავრობებმა უნდა მოძებნონ გზები, რათა გამოუშვან ისეთი ხალხი ციხიდან, რომლებიც დაავადების მიმართ განსაკუთრებით დაუცველნი არიან- ეს ეხება ხანში შესულ და დასნეულებულ პატიმრებს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს აგრეთვე სახელმწიფოების ხელმძღვანელ უწყებებს, გაათავისუფლონ ის პირებიც, რომლებიც მსუბუქი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს საპატიმროებში.

„კოვიდ 19-მა ციხეებსა და საემიგრაციო დაპატიმრების ცენტრებში დაიწყო გავრცელება. იგი აქტიურად ვრცელდება აგრეთვე თავშესაფრებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშიც, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადმიანებს სიცოცხლის უდიდესი საფრთხის ქვეშ აყენებს.“- განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა.

მისი თქმით, მთავრობამ განსაკუთრებით უნდა იზრუნოს იმ ადამიანთა გათავისუფლებაზე, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან საკმარისი ხელჩასაჭიდი საფუძვლის გარეშე- საქმე ეხება პოლიტიკურ პატიმრებს და მათ ვინ უბრალოდ ხელისუფლების კრიტიკისა და არასასურველი შეხედულებების გამოვლენის გამო დააპატიმრეს.

banner
წინა სტატიაშიყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში
შემდეგი სტატიაბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 4 პირს იკვლევენ