გაერო-ს სპეციალური კოორდინატორი – დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი! ღაზაში ომის საფასური დამანგრეველია

გაერო-ს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ტორ ვენესლანდი პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტს ეხმიანება და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი! სრულმასშტაბიანი ომისკენ მივდივართ. ყველა მხარის ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა დეესკალაციაზე. ღაზაში ომის საფასური დამანგრეველია და მას ჩვეულებრივი ხალხი იხდის. გაერო მუშაობს ყველა მხარესთან სიმშვიდის აღსადგენად. შეაჩერეთ ძალადობა ახლავე,“- წერს ტორ ვენესლანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშიჯიმ რიში – მოხარული ვარ მელიას გათავისუფლებით, ახლა ველოდები, რომ ყველა პარტია დაიკავებს ადგილებს პარლამენტში
შემდეგი სტატიანიკა მელიას ადვოკატი – სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას 21 აპრილს გადმოეგზავნა კითხვები