გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ევროპის უნივერსიტეტში საბავშვო სივრცის შექმნას ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს

ევროპის უნივერსიტეტში თანამშრომელების და სტუდენტების მცირეწლოვანი შვილებისთვის საბავშვო სივრცე შეიქმნა.

აღნიშნულს გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ეხმაურება და ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

უნივერსიტეტის ცნობით, მას შემდეგ, რაც რაც სასწავლო პროცესი არადისტანციურ რეჟიმს დაუბრუნდება და უსაფრთხოების წესებითაც ბავშვების მიყვანა შესაძლებელი გახდება, მოზარდები საბავშვო ოთახებში გაერთობიან იქამდე, ვიდრე მშობლები იმუშავებენ ან ისწავლიან.

ევროპის უნივერსიტეტი ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და საბავშვო სივრცეც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა.

banner
წინა სტატიაში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძეა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილზე უკრაინულ რესტორანში თავდასხმა სცადეს