გაერო-ს ოფიციალური პირები მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში გაჭიანურებული ომი ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში, შიმშილის კრიზისის საფრთხეს ქმნის

გაეროს ოფიციალური პირები მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში გაჭიანურებული ომი ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში, შიმშილის კრიზისის საფრთხეს ქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გაეროს კრიზისის კოორდინატორის, ამინ ავადის თქმით, სულ მცირე 15.7 მილიონი ადამიანი უკრაინაში ახლა სასწრაფოდ, დაცვასა და დახმარებას საჭიროებს. მისი თქმით, მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს.

„ომის 100 დღე, ტანჯვის 100 დღე, ნგრევა, მასიური მასშტაბის განადგურება. მილიონობით სიცოცხლე განადგურდა. თითქმის 14 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის მესამედი, იძულებული გახდა, ბრძოლებს გაქცეოდა. ხოლო კიდევ 15-16 მილიონამდე კი – სახლში დარჩა, მაგრამ საარსებო წყარო დაკარგა”, – განაცხადა გაერო-ს ოფიციალურმა პირმა.

წინა სტატიაშისუსტად არის აშკარად, სულ მაქვს შიში, რომ არ დაეცეს – ალასანია
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია ოლენა შულიაკს შეხვდა