გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ, ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა.

ოფისის განცხადებით, 24 თებერვლიდან მოყოლებული უკრაინა 5 012 708 ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 12,1 პროცენტს შეადგენს.

გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის თქმით, უკრაინელების უმეტესობა პოლონეთში გადავიდა, ნაწილი კი უნგრეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, რუსეთსა და ბელარუსში. გადასულთა 90 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან.

ამასთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის გამო უკრაინაში სულ მცირე შვიდ მილიონ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლების მიტოვება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს ჯანმრთელობას უსპობენ, პარალელურად კი კითხვარს ავსებენ – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაგერმანია არ იტყვის, რამდენი იარაღი გაუგზავნა უკრაინას – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი