გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ

გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე მსოფლიოს ქვეყნები ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატური ცვლილებების რიგით 26-კონფერენეციაზე შეთანხმდნენ, რომ მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2030 წლისთვის წარმოებაში ქვანახშირის ენერგიის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ხოლო შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2040 წლისთვის.

შეთანხმებას ხელი 40-მა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის ქვანახშირის ისეთმა მსხვილმა მომხმარებლებმა, როგორებიცაა პოლონეთი, ჩილე და ვიეტნამი. ხოლო ქვანახშირის წარმოებითა და მოხმარებით ყველაზე მსხვილმა ქვეყნებმა – ავსტრალიამ, აშშ-მა, ინდოეთმა და ჩინეთმა მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა განაცხადეს.

გაერო-ს დასკვნებით, ქვანახშირის ენერგიის გამოყენება კლიმატური ცვლილების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია და წარმოებიდან მისი ამოღება და შედარებით სუფთა ენერგიის მოხმარებაზე გადასვლა უმნიშვნელოვანესი იქნება გლობალური დათბობის შესაჩერებლად.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სახალხო დამცველი კიევში მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას შეხვდა
შემდეგი სტატიაარჩევნების დამთავრებას ელოდებოდნენ, ნადირობდნენ ანტივაქსერების ხმებზე – გოცირიძე პრეზიდენტის ბრიფინგზე