გაერო-ს ყველა წევრმა სუპერბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა

გაერო-ს ყველა წევრმა, 193-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა სუპერბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარაციას. სუპერბაქტერიები დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმებია, რომლებიც ანტიბიოტიკებს არ ექვემდებარებიან.

მედიკოსებმა გაერო-ს წევრების მიერ მიღებული დეკლარაციას გარღვევად უკვე შეაფასეს. ექსპერტთა თქმით, თუ საერთაშორისო საზოგადოება დოკუმენტში გაწერილ გეგმას შეასრულებს, ყოველწლიურად მსოფლიოში 700 ათასი ადამიანით ნაკლები დაიღუპება.

ახალი დოკუმენტი ჯანდაცვასთან დაკავშირებული მეოთხე შეთანხმებაა გაერო-ს ისტორიაში. 2001 წელს გაერო-მ შიდსთან ბრძოლის დეკლარაცია მიიღო, 2011 წელს – არაგადამდებ დაავადებებთან, 2013 წელს კი ებოლას ვირუსთან.

ამგვარად 193 სახელმწიფოს ორწლიანი ვადა აქვთ სუპერბაქტერიების წინააღმდეგ გეგმის წარსადგენად.

მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გაერო-ს ქვეყნები დააფინანსებენ ახალი ანტიბიოტიკების შექმნას და იმუშავებენ დიაგნოსტიკის გაუმჯობესებაზე.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება დორებით შეზღუდული აქვს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი სომეხ კოლეგას დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ულოცავს