გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედით და დროულ ღონისძიებებს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტიერეშს ტელეფონით ესაუბრა. ანტონიუ გუტიერეშმა მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედით და დროულ ღონისძიებებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მიღწეული შედეგი სწორედ იმითაა განპირობებული, რომ საქართველომ ვირუსთან საბრძოლველი ყველა საჭირო ზომა სწორ დროს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლების მზაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარების თაობაზე.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური კრიზისის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ჩართულობა. საუბარი შეეხო ცეცხლის გლობალურად შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას.

“საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კრიზისის საპასუხოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარობასა და გენერალური მდივნის ცეცხლის გლობალურად შეწყვეტის შესახებ მოწოდებაში ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას. გუტიერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის გლობალურად შეწყვეტის ინიციატივაში სწორედ დეესკალაციის პროცესის გააქტიურება იგულისხმება. საქართველოს პრეზიდენტმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა გაეროს წევრი ქვეყნების მიერ გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ იმ რეზოლუციაზე ისაუბრეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე (რომელსაც მომავალში მიიღებენ) ყველა სახელმწიფოსათვის თანაბარ და დროულ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია ყველა ქვეყანას გააჩნდეს ვირუსთან ბრძოლის ვაქცინა”.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: არა ბატონებო! ეს გახლავთ უაღრესად გულისამრევი ცინიზმის და რეალობისგან მოწყვეტის ნათელი და თან უნიჭო დემონსტრირება
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – ეს გადაწყვეტილებები მივიღეთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ ხარისხიანი სერვისებით უზრუნველყოფა შეძლოს ყველა იმ ადამიანის, ვინც ჰოსპიტალში მოხვდება