გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი – შეშფოთებით ვადევნებთ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური საკითხები დიალოგით გადაიჭრას, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა ჟურნალისტისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდემ დაისადგუროს, რათა პოლიტიკური საკითხები დიალოგის გზით გადაიჭრას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესს პატივისცემით მოეკიდონ“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე – ვიწყებთ მუშაობას საერთაშორისო სანქციებზე იმ პოლიციელების, მაღალჩინოსნების, პროკურორების, მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან კანონის უზენაესობას
შემდეგი სტატიადეკანოიძე – მოლაპარაკებების საგანი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებია