გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოს 23 აპრილს ეწვევა

გაერომ ევროპას მოუწოდა მიგრანტების მისაღებად საჭირო ყველა ზომა მიიღოს
23-24 აპრილს, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში.
აღსანიშნავია, რომ 1994 წლის შემდგომ ეს გახლავთ გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
გაერო-ს გენერალური მდივანი, თბილისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით ესტუმრება, რის შემდეგაც ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში განახორციელებს.
banner
წინა სტატიაშიერთსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით, 20 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა
შემდეგი სტატიაგიგა ბუკია – ხელისუფლება მზად არის ოპოზიციის მოთხოვნების 80%-მდე გაითვალისწინოს