გაერო-ს გენერალური მდივანი მოსკოვში სერგეი ლავროვს ხვდება

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ხვდება. გუტერეშსა და ლავროვის ერთობლივი პრესკონფერენცია მოსკოვის დროით 13:30 საათზე არის დაგეგმილი.

ამის შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები ძირითადად შეეხება ჰუმანიტარულ დერეფნებსა და ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლს. ამის შესახებ BBC იუწყება.

რუსეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ ანტონიო გუტერეში უკრაინას ეწვევა, სადაც პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხელმძღვანელობს
შემდეგი სტატიაარ ვგულშემატკივრობ ვინმეს დასანქცირებას, რადგან გამოვა, რომ საქართველოს პრორუსული კურსი აქვს – ხვიჩია