გაერო-ს დახმარების სააგენტოს ღაზას ოპერაციები სამხრეთით გადააქვს

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს ღაზას სექტორის ოპერაციები ანკლავის სამხრეთით გადააქვს და თანამშრომლებიც გადაჰყავს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი გააგრძელებენ ჰუმანიტარულ ოპერაციებს და დახმარებას გაუწევენ თავის თანამშრომლებსა და პალესტინელ ლტოლვილებს.

„მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას, დაიცვას პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს თავშესაფრებში, მათ შორის სკოლებში, მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები. გაერო-ს ეს სკოლები და გაერო-ს ყველა სხვა თავშესაფარი ორგანიზაციის ობიექტებია. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, ისინი ყოველთვის დაცული უნდა იყვნენ და მათზე თავდასხმა არასდროს უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ცნობით, ღაზაში 423 000 დევნილი ადამიანის ორ მესამედზე მეტი თავს გაერო-ს დახმარების სააგენტოს სკოლებს აფარებს თავს.

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტომ გუშინ განაცხადა, რომ ღაზაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, მათი 12 თანამშრომელი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი – ჩვენ ვებრძვით ტერორისტულ დაჯგუფებას და არა ღაზის მოსახლეობას, გვინდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს ღაზის სექტორში 750 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს