გაერო-ს ცნობით, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო-ს ცნობით, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი ავრცელებს.

ოფისის ცნობით, რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან უკრაინაში 1 982 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 162 არასრულწლოვანი, ხოლო დაშავდა 2 651 პირი. ოფისის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებშია.

ოფისის ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაფიქსირებული მსხვერპლი უმეტესად გამოწვეული იყო ფეთქებადი იარაღის გამოყენებით, მათ შორის მძიმე საარტილერიო და სარაკეტო სისტემების, ასევე საავიაციო დარტყმების შედეგად. ამასთან, ოფისში აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაცილებით დიდი იყოს, რადგან ინტენსიური ბრძოლების გამო ვერ ხერხდება სხვადასხვა რაიონიდან ზუსტი მონაცემების მიღება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინას მედვეჩუკის ბრიტანეთის 2 მოქალაქეზე გაცვლას სთავაზობს
შემდეგი სტატიაუკრაინის თემით სპეკულირება არის „ნაცმოძრაობის“ საქმიანობის მთავარი მიმართულება, ამის შემადგენელი ნაწილი გახდა მარგველაშვილიც – ვოლსკი