გაერო რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად “კონკრეტულ წინადადებებს” სთავაზობს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნა და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლების მიზნით “კონკრეტული წინადადებები” წარუდგინა.

გუტერეში დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის შეთავაზებული წინადადებები შეთანხმების სტაბილურად გაგრძელების საფუძველს ქმნის.

გუტერეშის თქმით, “მარცვლეულის შეთანხმებამ” მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სურსათის ბაზრები გაეროს სურსათის უვნებლობის მიზნებთან მიმართებით უფრო ადეკვატური გამხდარიყო – იქნება ეს ფასების შემცირება თუ ბევრი ქვეყნის გლობალურ ბაზრებზე წვდომისთვის პირობების შექმნა.

“ჩვენ არ შეგვიძლია გვქონდეს შავი ზღვის ინიციატივა, რომელიც კრიზისიდან კრიზისზე, შეჩერებიდან შეჩერებაზე გადადის. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი რამ, რაც მუშაობს და ყველასთვის სასარგებლო იქნება,” – აღნიშნა გუტერეშმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის ფოტო “ქართული ოცნების” განცხადების შემდეგ
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, და რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა