გაერო: რუსეთის საერთო ინვესტიცია 92%-ით შემცირდა

გაერო: რუსეთის საერთო ინვესტიცია 92%-ით შემცირდა

გაერო: რუსეთის საერთო ინვესტიცია 92%-ით შემცირდა2015 წელს რუსეთის ინვესტიციების მოცულობა 92%-ით შემცირდა იმ ფონზე, რომ მთელ მსოფლიოში მაჩვენებელი საშუალოდ 36%-ით გაიზარდა 2014 წელთან შედარებით – ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციისთვის მომზადდა.
საერთო განზომილებაში უცხოური ინვესტიციები გლობალური მასშტაბით 1,7 ტრილიონი დოლარი გახდა და ის 2007 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ინვესტიციების დიდი ტალღა დაფიქსირებულია აშშ-ში, სადაც 384 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება მოხდა.
შემდეგ მოდის ჰონკონგი (163 მილიარდი) და ჩინეთი (136 მილიარი). სიას აგრძელებენ ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, სინგაპური, ინდოეთი, ბრაზილია, კანადა და საფრანგეთი.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრემიერმა ევროკავშირის სამი ძირითადი საფრთხე დაასახელა
შემდეგი სტატიაინდოელ მილიარდელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს