გაერო ფიფასთან ურთიერთობას გადახედავს

კორუფციული სკანდალის შემდეგ გაერო ფიფასთან ურთიერთობის გადახედვას აპირებს. ორგანიზაციებს რამდენიმე ერთობლივი პროეტი ქონდათ.
გაეროს ნიუ-იორკის ოფიციალური წარმომადგენლის სტეფან დუიარიჩის მიერ გაკეთებული განცხადებით, გაერო მოვლენების განვითარებას მიადევნებს თვალყურს. მისი თქმით, ფიფასთან თანამშრომლობის მიზანი გამოიხატება იმაში, რომ “გაეროს მშვიდობიანი გზავნილები მსხვილ სტადიონებზე გაიგონ” – წერს გერმანული AFP.

გაეროს და ფიფას რამდენიმე ერთობლივი ინიციატივა აქვთ ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით, ასევე სქესთა შორის თანასწორობის და ბავშვთა დაცვის საკითხებზე.
გაეროს ფიფასთან რამდენიმე საერთო სოციალური პროექტი ქონდა, მაგალითად, სიღარიბის დაძლევა, ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზით რამდენიმე რუსული კომპანიაა დაინტერესებული
შემდეგი სტატიაქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, ხელისუფლება არ დგამს ანტიკრიზისულ ნაბიჯებს