გაერო პალესტინა-ისრაელის საზღვარზე მომხდარი შემთხვევის გამოძიების მოწოდებას აკეტებს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი გუშინ ღაზის სექტორში მომხდარი არეულობის გამოძიების მოწოდებას აკეთებს.

გუშინდელი პარასკევი 2014 წლიდან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ყველაზე სისხლიანი იყო. გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომაზე ღაზის სექტორში ძალის გამოყენება დაგმო.
პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ტაი-ბრუკ ზერიხუნმა სხდომაზე განაცხადა, რომ უახლეს დღეებში სიტუაცია, სავარაუდოდ, მეტად დაიძაბება და ისრაელს მოუწოდა იარაღის გამოყენებისკენ თავი შეიკავოს.

გუშინ ღაზის სექტორში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მასობრივ არეულობაში და პროტესტანტების და ისრაელის არმიის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ებრაელმა ჯარისკაცებმა მინიმუმ 16 პალესტინელი მოკლეს. როგორც ისრაელის არმიის პრეს-ხელმძღვანელმა გაავრცელა, ყველა დაღუპული 18-დან 30 წლამნდე ასაკის არიან, უკვე დაადგენილია რომ ორი მათგანი “ჰამასის” მეომრები იყვნენ.
დემონსტრაციაში დაახლოებით 30 ათასამდე პალესტინელი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის დაშავებულია 600-მდე. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას “ჰამასს” აკისრებს და აცხადებს, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი მხოლოდ აქციის ყველაზე აგრესიულ მონაწილეებს გაუხსნეს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ამაზონს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამაკა დე ლამეიორი – „ახალი ტექნოლოგიებიდან ახალ ბიზნესმოდელებამდე“