გაერო – ომის დაწყებიდან უკრაინაში 2000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, 12 აპრილის მონაცემებით უკრაინაში 1931 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. მათი თქმით, რეალური მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია.

„ინფორმაციის მიღება ზოგიერთი იმ ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გადაიდო და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დადასტურებულია“, – განაცხადა კომისარიატმა.

გაეროს მონაცემებში აღნიშნულია, რომ რომ შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 2589 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

“უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში საომარი მოქმედებების ესკალაცია და მდგრადი მოქმედებები ჰუმანიტარული საჭიროებების ზრდას განაპირობებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტედროს ადანომ გებრეისუსი – უკრაინის მიმართ ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მცირე ნაწილიც კი არ ეთმობა ეთიოპიას, იემენს, ავღანეთს, სირიას და სხვა ქვეყნებს
შემდეგი სტატიამოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გეორგიევსკის ლენტის, ასევე Z და V სიმბოლოების გამოყენების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს