გაერო – ომის დაწყებიდან ათასობით მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული უკრაინაში, ვიდრე მანამდე იყო ნავარუდევი

ომის დაწყებიდან ათასობით მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული უკრაინაში, ვიდრე მანამდე იყო ნავარუდევი, – ამის შესახებ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მატილდა ბოგნერმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად აღემატება აქამდე დასახელებულ რიცხვს, რომელიც 3381-ს შეადგენდა.

„დიდი შავი ხვრელი მარიუპოლია, სადაც ჩვენთვის ძალიან რთულია სრული წვდომა და დადასტურებული ინფორმაციის მოპოვება“,- განაცხადა ბოგნერმა.

უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია აქამდე 3381 გარდაცვლილსა და 3680 დაშავებულზე საუბრობდა.

banner
წინა სტატიაშიუცნობია “ვივა მედს” თუ გააჩნია რესურსი, რომელიც სჭირდება მიხეილ სააკაშვილის სწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას – ჯიშკარიანი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა