გაერო მზადაა მარიუპოლში თავისი ლოგისტიკური რესურსების მობილიზებისთვის – გუტერეში

მარიუპოლში კრიზისია და გაერო მზადაა, ქალაქში ლოგისტიკური რესურსების მობილიზება განახორციელოს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებსაც სურთ ქალაქის დატოვება, უსაფრთხო ევაკუაციის საშუალებას მისცემს ნებისმიერი მიმართულებით, რომელსაც ისინი აირჩევენ.

„როგორც კი მშვიდობა დამყარდება, ეს უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მან წამოაყენა ინიციატივა, შეიქმნას საკონტაქტო ჯგუფი გაერო-ს, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირების შემადგენლობით, რათა შეისწავლოს უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობები.

მისი თქმით, ეს გულისხმობს საომარი მოქმედებების შეწყვეტას და გარანტიას, რომ საევაკუაციო გზები ეფექტური და უსაფრთხოა.

მისი მტკიცებით, რუსეთში ჩავიდა, როგორც „მშვიდობის მაცნე“, „ადამიანების გადასარჩენად და ტკივილის შესამცირებლად“.

„გაიმართა გულწრფელი დისკუსია და აშკარაა, რომ არსებობს ორი განსხვავებული პოზიცია იმის შესახებ, რაც ხდება უკრაინაში,“- განაცხადა გუტერეშმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში არსებული სიტუაცია ნატო-ს უსაზღვრო გაფართოების შედეგია – ლავროვი
შემდეგი სტატიათუ გიორგი ბარამიძე, საგარეო ურთიერთობებს ალაგებს კარგად ყოფილა უკრაინის საქმე, მეტი რესურსი არ აქვს უკრაინას, რომ განულებული პოლიტიკოსები არ შეისისხლხორცოს?! – ქადაგიძე