გაერო: მაღალია ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი

ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი უკიდურესად მაღალია – ასეთი რამ ათეული წელია არ ყოფილა – გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, განიარაღების საკითხებზე უმაღლესმა წარმომადგენელმა იძუმი ნაკამიცუმ სამშაბათს, 22 ივნისს თქვა კარნეგის ფონდთან ვიდეოკონფერენციაზე.

“შეგნებული მოქმედებებით, ინციდენტის გამო ან სხვა გათვლებით ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი ცივი ომის პერიოდიდან ყველაზე მაღალ ნიშნულზეა” – განაცხადა იძუმი ნაკამიცუმ და აღნიშნა, რომ შეიარაღებებზე კონტროლი “ჩამოშლას აგრძელებს”.

ბირთვული შეიარაღების კონტროლი რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტების სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ჟენევაში, 16 ივნისს.

სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების კვლევის ინსტიტუტმა 14 ივნისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ მსოფლიოში დაახლოებით 2 ათასი ბირთვული რაკეტაა მაღალ მზადყოფნაში. მათგან უმეტესობა მოსკოვს და ვაშინგტონს ეკუთვნის, რაც მსოფლიოში ბირთვული იარაღის 90%-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა
შემდეგი სტატიაზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლებას კიდევ ერთ ვადას აძლევს