გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი მომავალ კვირას ლიბანში გამომძიებელთა სპეციალურ ჯგუფს გაგზავნის. მისიის მიზანია შეაფასოს და დოკუმენტურად დააფიქსიროს საერთაშორისო სამართლის შესაძლო დარღვევები ყველა მხარის მხრიდან ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე ომში. ამის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ ტიურკმა გააკეთა. მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეგიონში მსგავსი საგამოძიებო მისია იგზავნება.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთ შეფასებით მისიას ვაგზავნით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შევისწავლოთ ყველა მხარის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები, მოვახდინოთ მათი დოკუმენტირება და საბოლოოდ წარგიდგინოთ ანგარიში ჩვენი მიგნებების შესახებ“, — განაცხადა ტიურკმა.

















