ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომიდან თითქმის ერთი თვის თავზე, ლიბანი ღრმა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR) აცხადებს, რომ ქვეყანა კატასტროფის ზღვარზეა.
2 მარტიდან დღემდე, საკუთარი სახლების დატოვება მილიონზე მეტ ადამიანს მოუხდა, რაც ლიბანის მოსახლეობის 20%-ს შეადგენს.
ყოველი მეხუთე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირია.
„ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია. ჰუმანიტარული კატასტროფის რისკი რეალურია“, — განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე კაროლინა ლინდჰოლმ ბილინგმა, სააგენტოს წარმომადგენელმა ლიბანში.















