გაერო: ჯამალ ხაშოგი სახელმწიფოებრივი დანაშაულის მსხვერპლი გახდა

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ანეს კალამარმა საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე თავისი მოხსენება გამოაქვეყნა. მანამდე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ გაავრცელა, რომ კალამარი თურქეთში ვიზიტის შემდეგ დარწმუნდა, რომ საუდელი ჟურნალისტის სასტიკი და წინასწარგანზრახული მკვლელობა, საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა განახორციელეს.

ხაშოგის დანაწევრებული სხეული, ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი, მაგრამ კალამარმა თქვა, რომ მის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც ამ მკვლელობას იძიებდა, წვდომა მიიღო აუდიო ჩანაწერების ნაწილზე, რომელიც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში გაკეთდა ჟურნალისტის მკვლელობის მომენტში.

“მტკიცებულებები, რომელიც თურქეთში ჩემი მისიის დროს შევაგროვეთ, იმაზე მოწმობს, რომ ხაშოგი სასტიკი და წინასწარგანზრახული მკვლელობის მსხვერპლი გახდა, რომელიც დაგეგმილი და ჩადენილი იყო საუდის არაბეთის სახელმწიფო პირების მიერ. ხაშოგის მკვლელობა და წარმოუდგენელი სისასტიკე, რომლითაც ის იქნა ჩადენილი, ყველა მისი ახლობლისთვის ტრაგედიაა. მაგრამ, მომხდარმა საერთაშორისო დონეზეც სერიოზული შედეგები გამოიწვია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობისგან, მათ შორის, გაეროსგან დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს” – განაცხადა ალეს კალამარმა.
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიურო და დასავლეთის მთელი რიგი დაზვერვის სამსახურები თვლიან, რომ საუდის არაბეთის მემკვდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი პირადად ხელმძღვანელობდა ხაშოგის ლიკვიდაციის ოპერაციას.

საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში გასული წლის 2 ოქტომბერს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე კალისტრატე გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“თბილისი პრაიდი” – აშშ-ს საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს