გაერო ისრაელსა და პალესტინას ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონი გუტერიშმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებოს ხდომაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში შექმნილ მდგომარეობას ეხებოდა, ისრაელს და პალესტინას ძალადობის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ მოუწოდა – “დოიჩე ველე” წერს.

ისრაელის სამხედრო ძალებმა წუხელ ღაზას სექტორზე მასობრივი ავიაიერიში განახორციელეს. “ცახალის” მიერ “ტვიტერში” გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმები ღაზაში ტერორისტების წინააღმდეგ იყო მიმართული. ავიაიერიში 9 წუთი გრძელდებოდა – “”ასოშეითედ პრესი” წერს. ჟურნალისტების შეფასებით, ეს შეტევა იმაზე ძლიერი, ხანგრძლივი და ფართო მასშტაბის იყო, ვიდრე ისრაელის მიერ განხორციელებული სხვა ავია ოპერაციები.

“ცახალის” ინფორმაციით, უკანასკნელი 7 დღის მანძილზე “ჰამასმა” 3100 რაკეტა გაუშვა ისრაელის მხარეს.

ბერლინში შაბათს და კვირას პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა. რამდენიმე მათგანი პოლიციელებთან შეტაკებით დასრულდა.

10 მაისიდან მიმდინარე იერიშს პალესტინის მხრიდან 192 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 58 ბავშვი. ისრაელის მხრიდან ცხრა პირი, მათ შორის, ერთი ბავშვი და ერთი სამხედრო მოსამსახურე.

banner
წინა სტატიაშილილუაშვილი – გიორგი შენგელიამ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის ნაბიჯები მიუღებელია
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის 50 – ზე მეტი პარლამენტარის წერილი: ”თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევებთან მიმართებაში უფრო აქტიური პოზიცია უნდა იქნას დაკავებული”