გაერო: იემენში 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული

იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ძალიან დიდია. ომი წელიწადნახევარია გრძელდება – განაცხადა იემენის საკითხებში გაეროს კოორდინატორმა ჯეიმი მაკმაკგოლდრიკმა.
მისი თქმით, ეს რიცხვი ოფიციალურია, რომელიც ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებმა გაავრცელეს. მან აღნიშნა, რომ ფაქტობრივი მაჩვენებელი სავარაუდოდ, უფრო მეტი იქნება, რადგანაც იემენის ბევრ რაიონის სამედიცინო დაწესებულებებში დაღუპულებს არ არეგისტრირებენ.
კოორდინატორმა კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ყველაფერი იღონონ.
დღეს აშშ-ში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიიდან 60-მა კონგრესმენმა, აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას თხოვნით მიმართა შეაჩეროს საუდის არაბეთისთვის დაგეგმილი იარაღის მიყიდვა..
კონგრესმენების შეშფოთება იემენში საუდის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს მშვიდობიან მოსახლეობაში არსებულმა დიდმა მსხვერპლმა გამოიწვია. “სამხედრო კამპანია ნამდვილი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა მოქალაქეებისთვის. უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე, საუდის არაბეთის მიერ სკოლების დაბობმვისას 10 ადამიანი დაიღუპა, ზოგიერთი მათგანი 6 წლის იყო, 11 ადამიანი კი დაიღუპა საავადმყოფოში, რომელსაც “ექიმები საზღვრებს მიღმა” ამუშავებს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვას ეხება, კონგრესმა საგულდაგულოდ უნდა შეისწავლოს” – ნათქვამია განცხადების ტექსტში.
ორ ქვეყანას შორის 9 აგვისტოს 1,15 მილიარდი დოლარის იარაღის გაყიდვას მოეწერა ხელი

banner
წინა სტატიაშიოლანდმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო მწუხარება გამოთქვა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი საპრეზიდენტო მარათონის გამო გადადგა