გაერო – გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანა 45 000-ზე მეტმა უკრაინელმა დატოვა

უკრაინა 5.2 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა-მათ რიგებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 45 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

UNHCR-ის მონაცემებით, 24 თებერვლიდან ლტოლვილის სტატუსით უკრაინა 5 232 014 ადამიანმა დატოვა. ეს რიცხვი 45 270 ადამიანით გაიზარდა კვირას მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, როგორც BBC წერს, გადინება შენელდა. აპრილის დასაწყისიდან სულ რაღაც 1 2 მილიონმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, მაშინ, როცა მარტში დაახლოებით 3. 4 მილიონი წავიდა.

ომისგან გაქცეულთა 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ.

გარდა ამისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 7,7 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია უკრაინის შიგნით.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კასპის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია
შემდეგი სტატიაროგორ შეიძლება, არ გჯეროდეს კარმის?! – პოდოლიაკი რუსეთის ხანძრებზე