გაერო: ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში რეკორდული მსხვერპლია

2021 წლის პირველ ნახევარში ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – გაეროს მიერ მომზადებულ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც ავღანეთის მისიას ეხება და რომელიც 26 ივლისს გამოქვეყნდა. მოკლულთა და დაშავებულთა რაოდენობა განსაკუთრებით მაისიდან გაიზარდა, როცა საერთაშორისო კოალიციამ ავღანეთის დატოვება დაიწყო, რომლის შედეგადაც რადიკალური მოძრაობა “თალიბანი” შეტევაზე გადავიდა და საომარი მოქმედებები გახშირდა – “დოიჩე ველე” წერს.

მდგომარეობა, შესაძლებელია, გართულდეს. “მნიშვნელოვანი დეეკალაციის გარეშე ავღანეთში სიტუაცია გამოიწვევს იმას, რომ 2021 წელს ქვეყანის მისიის ისტორიაში ძალადობის ყველაზე მეტი დოკუმენტირებული მსხვერპლი დაფიქსირდება ” – მოხსენებაშია ნათქვამი.

გაეროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ ნახევარში მოკლულია 1659 მშვიდობიანი მოსახლე. დაშავებულია 3524 პირი. ეს 2020 წელთან შედარებით 47%-ით მეტია. მაისიდან 783 მოქალაქეა მოკლული, 1609 კი – დაჭრილი.

მსხვერპლთა ნახევარი ქალები და ბავშვები არიან. ექვს თვეში 468 ბავშვი და 219 ქალი დახოცეს თალიბებმა, დაჭრილია 1214 ბავშვი და 508 ქალი.

შეგახსენებთ, რომ ნატოს მისიის ავღანეთიდან გამოყვანა მაისში დაიწყო და აშშ საკუთარ ჯარების დარჩენილ ნაწილს აგვისტოს ბოლოს გაიყვანს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი
შემდეგი სტატიაიმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ვაქცინებით ბავშვების აცრა დასაშვებია, მას საქართველოც გაითვალისწინებს