გაერო: ალეპოს ავიადარტყმებმა ქალაქი წყლის გარეშე დატოვა

3უკანასკნელი დღეების მანძილზე მიმდინარე ავიადარტყმების შედეგად, სირიის ქალაქ ალეპოს 2 მილიონიანი მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩა. ქალაქიდან მიღებული ცნობების თანახმად, ავიადარტყმები მიმდინარეობს იმ კვარტლებში, სადაც ბასარ ასადის წინააღმდეგ ამბოხებულები არიან გამაგრებული. მათი თქმით, ავიადარტყმებს რუსული ავიაცია ანხორციელებს. გაეროს მონაცემებით, გუშინ მიმდინარე ინტენსიური დაბომბვის შედეგად, წყალსაქაჩი სისტემის შეკეთება ვერ მოხერხდა. მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ჩაიშალა, სირიის სამთავრობო ჯარები ალეპოს იმ ტერიტორიებზე აპირებენ კონტროლის დაბრუნებას, სადაც ახლა ამბოხებულები იმყოფებიან. ავიადარტყმები დღესაც გრძელდებოდა. როგორც იუნისეფის დირექტორის მოადგილემ ჯასტინ ფორსაიტმა განაცხადა,” მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს, თუ როგორ კვდება ალეპო თანდათან, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, როგორ გადაჭრეს წყალი, როგორ მიდის დაბომბვები – კიდევ ერთი არაადამიანური აქტი”. . იუნისეფის მეორე წარმომადგენელი კირან დუაიერი ამბობს, რომ წყლის უქონლობამ, შესაძლებელია, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშისირია აშშ-ს “ისლამურ სახელმწიფოსთან” შეთქმულებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასაქართველოსა და უკრაინის გამო… აშშ-მ N1 საფრთთხედ პუტინი აღიარა…