გაერო: ალეპო თვის ბოლომდე შეიძლება გაცამტვერდეს

გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელ

თუკი ალეპოში ავიადარტყმები არ შეწყდება, წლის ბოლომდე შესაძლებელია ქალაქი სრულიად გაცამტვერდეს – სირიის საკითხებზე გაეროში მუდმივმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ განაცხადა, სირიის საკითხებთან ჰუმანიტარული ჯგუფის შეკრებაზე, რომელიც სირიის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფმა შექმნა.
“თქვენ და მსოფლიო წლის ბოლომდე, შესაძლეებლია ამის მოწმე გახდეთ მაშინ, როცა ჩვენ ახალი წლისთვის მზადებას დავიწყებთ” – თქვა მისტურამ.
გუშინ გავრცელდა, რომ სტაფან დე მისტურამ ექსტრემისტული დაჯგუფება “დრონტ ან-ნუსრას” წევრებს თხოვნით მიმართა, ალეპო, სადაც გამაგრებული არიან, დატოვონ, რომ ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი. “თუკი ღირსეულად წახვალთ, მზად ვარ პირადად გაგაცილოთ” – დაწერა მისტურამ თავის მიმართვაში.
მან, ასევე რუსეთის და სირიის მთავრობებს მიმართა თხოვნით ქალაქის დაბომბვა შეწყვიტონ, სადაც დაახლოებით 275 ათასი ადამიანი იმყოფება, აქედან, დაახლოებით ასი ათასი ბავშვია.

დიპლომატის თქმით, ალეპოში მყოფი 900 ბოევიკის განადგურების მიზანი ქალაქის გაცამტვერების მიზეზი არ შეიძლება იყოს. სირიელი და რუსი სამხედროებისათვის დაჯგუფების ალეპოში ყოფნა “მსუბუქი ალიბია” ალეპოში ავიადარტყმების საწარმოებლად – თქვა მისტურამ.

შეგახსენებთ, რომ სირიისა და რუსული სამხედრო ნაწილების შეტევის გამო ალეპოში მოსახლეობისათვის დახმარების მიწოდება ვერ ხერხდება. აშშ და გერმანია შეუჩერებელი ავიადარტყმების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე ფიქრობენ.

banner
წინა სტატიაშიქმედებები, რომელიც არჩევნების დღეს, შეიძლება, ფულადი ჯარიმის საფუძველი გახდეს – ცესკო-ს გაფრთხილება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: მაკროეკონომიკურად ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს