გაძვირებული პურის ფქვილი – უკმაყოფილო მოსახლეობა მარტვილში

პურის ფქვილის ფასი რეკორდულ მაქსიმუმზეა, კერძო მაღაზიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე სულ მცირე 10 ლარით გაძვირდა ერთი ტომარა 50 კილოგრამიანი უმაღლესი ხარისხის ფქვილის ფასი.

როგორც სხვა დიდ ქალაქებში, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ერთი ტომარა, 50 კილოგრამიანი უმაღლესი ხარისხის ფქვილი 86 ლარი გახდა ,რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

“თაიმერის” ადგილობრივ კორესპოდენტს დაუკავშირდენენ მოქალაქეები და პროტესტი გამოხატეს აღნიშულ ფასთან დაკავშირებით.

“ყველაფერი გაძვირდა, ფასებს არავინ აკონტროლებს 50 კილოგრამიანი ფქვილი 86 ლარი ღირს, ვინმემ მიაქციოს ფასებს ყურადღება, აღარ ვიცით, რა უნდა ვჭამოთ ” – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილოვრივმა ჩვენთან საუბრისას.

“თაიმერის” ჟურნალისტი იყმყოფებოდა მარტვილში ყველა ლოკაციაზე ფასების გადასამოწმებლად და ყველგან იდენტური ფასები დახვდა.

banner
წინა სტატიაში„ოცნება“ კვლავ ცდილობს ამ არჩევნებში ძალადობრივი გზებით გამარჯვებას, თუმცა ამჯერად ეს არ გამოუვა – ლაშა დამენია
შემდეგი სტატიაწერეთელი – 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ყოველდღიური ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსია