“გადმოცემული ავტოპარკი მოხმარდა ჩემი და მოადგილეების გადააგილების საჭიროებებს”

სოფლის მეურნეობის მინისტრი უარყოფს გავრცველებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ 718 000 ლარად, EBRD-ის ღონისძიებისთვის შეძენილი 67 ახალი ავტომობილით მმართველი გუნდის წევრები სარგებლობენ.

დანელია აცხადებს, რომ ავტოპარკი, რომელიც სამინისტროს გადაეცა, მოხმარდა მისი და მისი მოადგილეების გადააგილების საჭიროებებს.

“მინდა გამოვეხმაურო EBRD-ის თემაზე განცხადებებს, რაზეც, სამწუხაროდ, მე ფიზიკურად, დროის უქონლობის გამო ვერ გავაკეთე განცხადება. საერთოდ სასურველია, რომ შინაარსიანად იყოს შესწავლილი ეს მიმართულებები და შემდეგ გაკეთდეს განცხადებები, უხერხულოლობა, რომ თავიდან ავიცილოთ. მე გეტყვით, რომ ჩვენ, კონკრეტულად სამინისტროში ის ავტოპარკი, რომელიც გადმოეცა სამინისტროს, მოხმარდა ჩემი და მოადგილეების გადააგილების საჭიროებებს, ხოლო რაც შეეხება მაღალი გამავლობის მანქანებს, ის გადავიდა სამორიგეო ავტოპარკში, რომლითაც ნებისმიერი თანამშრომელი სარგებლობს, როდესაც რეგიონში გადის“, – განაცახდა დანელიამ.

banner
წინა სტატიაში“შეღავათები სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყველა გადამამუშავებელ საწარმოს შეეხება”
შემდეგი სტატიაავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა შესაძლოა აიკრძალოს