„გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები” – კალაძე

„გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები” – ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა, თბილისის საკრებულოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კახა კალაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება დასაწყისია და ეტაპობრივად მოხდება საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება, რომელიც დედაქალაქის სწორ განვითარებას და განაშენიანებას უზრუნველყოფს.

„აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა. ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იქნა დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედებიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები. ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათმოქმედების გენერალური პარამეტრების შესაბამისად. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების მანძილზე, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოტური განაშენიანებას,“-განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღეს
შემდეგი სტატია“აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და სეპარატისტების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიაზე”