“გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ”- დანიის პრემიერი

დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, მთელი არტილერია უკრაინას გადასცენ.

ფრედერიკსენი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას გადასცენ, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ.

“უკრაინა ახლა ითხოვს საბრძოლო მასალასა და არტილერიას. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც არ ვიყენებთ, ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ,” – თქვა დანიის პრემიერმინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპოლ ჯონსონი: პუტინი არ გაჩერდება, სანამ ვინმე არ შეაჩერებს მას
შემდეგი სტატიარუსეთში სიყვარულის, გახსნილობისა და სექსუალობისადმი მიძღვნილი Amour Party ნიღბიანებმა დაარბიეს