გადავხედოთ იმ ხალხის წრეს, ვისაც შეიძლება ეს აწყობდეს – ვოლსკი „ჩაინა ლილო სითის“ ხანძარზე

ხელისუფლება ამ შემთხვევში არა თუ დაინტერესებული შეიძლება იყოს ასეთ უბედურებაში რაც მოხდა, არამედ ყველაზე უფრო ადვილად გასაკრიტიკებელი ობიექტია – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ჩაინა ლილო სითიში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განაცხადა. ვოლსკი აღნიშნავს, „ჩაინა ლილო სითიში“ ხანძრის გაჩენით თუ კი დივერსიაა განხორციელებული, ეს ვისაც არ უნდა გაეკეთებინა, არის ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ხელისუფლება ამ შემთხვევში არა თუ დაინტერესებული შეიძლება იყოს ასეთ უბედურებაში რაც მოხდა, არამედ ყველაზე უფრო ადვილად გასაკრიტიკებელი ობიექტია. ერთადერთი, ვისაც ეს შეიძლება აწყობდეს, ასეთ სკანდალურ ვითარებაში, მით უმეტეს არჩევნების წინ, ესენი არიან ადამიანები, ვინც ხელისუფლებას ებრძვის, მათ შორის ასეთი დაუშვებელი მეთოდებით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დივერსია პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან შეიძლება განხორციელდეს. გადავხედოთ იმ ხალხის წრეს, ვისაც შეიძლება ეს აწყობდეს. რაც შეეხება მფლობელებს, ანგარიშსწორების გაცილებით უფრო დახვეწილი მეთოდები ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ხმამაღლა ლაპარაკობს და არ მგონია, რომ ცეცხლია წაკიდება ის მეთოდია, რომლითაც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ გაიმარჯვოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი გუშინ გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

banner
წინა სტატიაში“თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია აუცილებელი არ იყო”- გოგაშვილის აღიარება
შემდეგი სტატიაევროკავშირის საბჭოს ანგარიშში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები დადებითად არის შეფასებული