“გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე” – გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

ქუთაისის მერობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, პარტიის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო.

„ეს იყო თითქმის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიატოვა ბრძოლის სტანდარტული მეთოდები. ჩვენ გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე და ეს ითვალისწინებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ბრძოლის ყველა მეთოდს“ – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი NIPPON-ის თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი : ივანიშვილი მთლიანად დაეპატრონა პოლიტიკურ ველს, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა